logo
ENG



"დაბრუნდი აფრიკაში" - საფრანგეთის პარლამენტში დეპუტატის შეძახილმა აღშფოთება გამოიწვია

04 ნოე 202220:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/04/eb1ep6phgfwo2ej.jpg

საფრანგეთის პარლამენტში ერთ-ერთი დეპუტატის მიერ რასისტულმა ფრაზამ აღშფოთება გამოიწვია.

"დაბრუნდი აფრიკაში", - თქვა ერთ-ერთმა კანონმდებელმა მაშინ, როდესაც მისი ფერადკანიანი კოლეგა მიგრაციაზე საუბრობდა.

ბილონგო კითხვას სვამდა არასამთავრობო ორგანიზაცია SOS Méditerranée თხოვნაზე იპოვონ პორტი 234 მიგრანტისთვის, რომლებიც ზღვაში გადაარჩინეს.

გრეგორი დე ფურნასიმ, რომელიც National Rally-ის (RN) წევრია, მოგვიანებით განმარტა, მისი სიტყვები მიმართული იყო არა კარლოს ნარტენს ბილონგოსკენ, არამედ მიგრანტებისკენ, რომლებიც ზღვით ევროპაში ჩასვლას ცდილობენ. მოგვიანებით მან დეპუტატს ბოდიში მოუხადა.

დეპუტატმა ბილონგომ განაცხადა, რომ თვითონ საფრანგეთში დაიბადა და კოლეგის შენიშვნა "სამარცხვინო" იყო.

პრემიერმინისტრმა ელისაბეტ ბორნმა კი აღნიშნა, რომ "რასიზმის ადგილი არაა".

ეროვნული ასამბლეა პარასკევს შეიკრიბება და გადაწყვეტს, რა ზომები მიიღოს მას შემდეგ, რაც უშუალოდ ფურნასს მოუსმენს.

როგორც BBC წერს, დეპუტატის წამოძახილი გარკვეულწილად გაუგებარია, რადგან ფრანგულ ენაში ის შეიძლება ეკუთვნოდეს როგორც ერთ პირს, ისე რამდენიმეს. სესიის ოფიციალურ ანგარიშში დაფიქსირებულია მისი შენიშვნა მიკროფონის გარეშე, როგორც "Qu'il retourne en Afrique" - "ის უნდა დაბრუნდეს აფრიკაში" - მაგრამ მრავლობითში "Qu'ils retournent en Afrique" - იგივენაირად ისმის.

როდესაც ფურნასმა ფრაზა წამოიყვირა, სპიკერმა მოითხოვა იმ დეპუტატის დასახელება, ვინც ეს სიტყვები თქვა. ამავე დროს დეპუტატებმა დაიწყეს სკანდირება: "გააგდეთ!"

ზოგიერთი კანონმდებელი ფურნასთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს.

მიგრანტების საკითხს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა RN-ის პარტიას, როდესაც პარტიის ლიდერმა მარი ლეპენმა დააყენა წინადადება, რომ პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში მიგრაციის მნიშვნელოვან შემცირებაზე რეფერენდუმს ჩაატარებდა.


close დახურვა